ბრენდ მენეჯერი
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. 13-წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ საქართველოში ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში. კომპანიის პრიორიტეტია ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
პოზიციის მიმოხილვა:
ბრენდ მენეჯერი პასუხისმგებელია ბრენდის კონტაქტური ლინზების გაყიდვების ზრდაზე და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:00
ანაზღაურება: 2000 ლარი (Gross)
მოვალეობები:
- კონტაქტური ლინზების მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა
- ბრენდის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
- გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგების ორგანიზება და კონტაქტური ლინზების მიმართულებით სიახლეების გაცნობა/დატრენინგება
- გაყიდვების შედეგების მონიტორინგი, KPI-ს კონტროლი და ანალიტიკის ჩატარება
- ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობა
- გაყიდვების შედეგების, მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი
- გაყიდვების რგოლის მოტივირება და მარკეტინგული აქტივობების დანერგვა
- შეკვეთების განთავსება
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა, (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მსგავს (ბრენდ-მენეჯერის) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- უპირატესობად ჩაითვლება ოპტიკის ან/და ფარმაციის მიმართულებით მსგავსი (ბრენდ-მენეჯერის) გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
- მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
- ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას
- მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.