საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი — Wine Kakheti

Wine Kakheti

საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი საერთაშორისო ბაზრების და პარტნიორების მოძიება;
  • დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან კომუნიკაცია;
  • ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ, 2-3 წლიანი გამოცდილება, ღვინის სექტორში, საერთაშორისო გაყიდვებში;
  • ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციის უნარები;
  • საერთაშორისო ბაზრების ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ განვითარებას ღვინის ინდუსტრიაში;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

Wine Kakheti • ვაინ კახეთი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან, წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. კომპანია კახეთში ფლობს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი წარმადობის ქარხანას და საკუთარ ვენახებს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ