საერთაშორისო გაყიდვების აგენტი - საცხოვრებელი უძრავი ქონება
"OMNIA" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საერთაშორისო გაყიდვების აგენტი - საცხოვრებელი უძრავი ქონება.
ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ საერთაშორისო გაყიდვების აგენტს, რომელიც იმუშავებს უცხოელ კლიენტებთან.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო ლიდების დამუშავება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
- OMNIA-ს საცხოვრებელი პროექტების პრეზენტაცია;
- კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების ჩატარება;
- მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა;
- გაყიდვების პროცესის CRM-ში მართვა და გაყიდვების გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლის გამოცდილება, სავალდებულოა;
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა სავალდებულოა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე ორიენტირებული და პროაქტიული მიდგომა.