საერთაშ.ურთ. და სტრატეგ. დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტი- ბათუმი
შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
თანამდებობრივი ფუნქციები:
- უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგში და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- სტრატეგიული განვითარების პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების ინფორმაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- უცხოურ საგანმანათლებლო, კვლევით, კლინიკურ და სახელმწიფო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
- საერთაშორისო პარტნიორებთან მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებისა და შესრულების პროცესების ადმინისტრირება;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო, კვლევითი და ინსტიტუციური პროექტების მოძიება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გაზიარება;
- საერთაშორისო მივლინებების, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის, ასევე უცხოელი პარტნიორების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო პროექტების, საგანმანათლებლო გამოფენებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ღონისძიებების კოორდინაციაში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტის პროგრამების საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (უპირატესობად ჩაითვლება უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
- ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
შერჩევის ეტაპები:
- CV-ების გადარჩევის ეტაპი;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.