სადილერო და კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
კომპანია, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს Vestel, Fakir, Kiwi და Manamo Home, აცხადებს ვაკანსიას სადილერო და კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კორპორაციულ დაზღვევას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
- თანამშრომლის სპეციალური ფასდაკლება VESTEL-ის და MANAMO HOME-ის პროდუქციაზე;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (09:30-18:30)
- მივლინებები: საქართველოს რეგიონები და თურქეთი (საჭიროებისამებრ)
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული სადილერო ქსელის მართვა, გაფართოება და განვითარება;
- ახალი პარტნიორების, სავაჭრო ობიექტებისა და კორპორაციული კლიენტების აქტიური მოძიება;
- სასტუმროებთან, სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიებთან და საცალო ქსელებთან თანამშრომლობა;
- მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და შემდგომ მონიტორინგამდე);
- სახელმწიფო და კერძო სექტორის ტენდერების მოძიება, ანალიზი და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- შეკვეთების, მიწოდების პროცესებისა და დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი;
- საქართველოს რეგიონებში აქტიური გადაადგილება და ბაზრის კვლევა ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის;
- თურქეთის ცენტრალურ ოფისთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი, ოპერატიული კომუნიკაცია;
- გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- B2B, კორპორაციული ან სადილერო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ტენდერებში მონაწილეობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
- ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური, რუსული ან თურქული ენების ცოდნა (ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
- MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (აქტიური მართვის გამოცდილებით);
- მივლინებებში გამგზავრების მზადყოფნა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და დამარწმუნებელი მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ლოიალურობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და პარტნიორული კავშირების განვითარების ნიჭი.