სადგურის მორიგე ოპერატორი- მარნეული
სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები" აცხადებს ვაკანსიას გრძელვადიან პოზიციაზე — სადგურის მორიგე ოპერატორის თანამდებობაზე.
შერჩეული კანდიდატის სამუშაოს დაწყება იგეგმება 2026 წლის ოქტომბრიდან.
სამუშაო ადგილი: მარნეულის რ-ნი, სოფ. კიროვკა (დებედაჰესი)
სამუშაო გარემო:
პოზიცია გულისხმობს მუშაობას ცვლითი გრაფიკით. სამუშაო პერიოდის განმავლობაში კანდიდატი იმყოფება ადგილზე და ასრულებს მორიგეობას წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მათ შორის ღამის ცვლებსაც.
ძირითადი მოვალეობები:
- ჰესის შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფა;
- კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის, ელექტრონული მოწყობილობების/ქსელის 24 საათიანი ოპერატიულ-დისპეტჩერული და რეჟიმული მართვა;
- სადგურის და ელექტრონული მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია;
- 24 საათიანი მორიგეობის დროს ოპერატიული აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხვის მონაცემების და სხვა ჩანაწერების წარმოება;
- ელექტროსისტემის ცენტრალურ სადისპეტჩეროსთან ოპერატიული მოლაპარაკებების წარმოება;
- შეთანხმებული განკარგულებების/მითითებების შესრულება;
- ოპერატიული გადართვების შესრულება;
- შესრულებული გადართვების მონიტორინგი;
- ელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრების მონიტორინგი;
- ელექსტროსადგურში არსებული აგრეგატების მუდმივი მონიტორინგი;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- ავარიული სიტუაციების მართვა და ლიკვიდაცია;
- მართვაში არსებული ელექტრომოწყობილობების საიმედო ექსპლუატაცია;
- რეზერვში მყოფი დანადგარების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა მუშაობაში გასაშვებად;
- დეფექტების დროული გამოვლენა და სათანადო ჟურნალში რეგისტრაცია;
- სადგურის ყოველდღიური ოპერატიული სქემის და ჟურნალის წარმოება;
- განაცხადების დროული შედგენა და გადაცემა სადგურიდან დანადგარების გამორთვა-შეკეთებაზე;
- დისპეტჩერის მიერ გაცემული დავალებების შესრულება, ხელმძღვანელთან შეთანხმების მიხედვით;
- ნებისმიერი სახის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: ტრანსპორტირებას მარნეულიდან.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.