საბითუმო გაყიდვების/B2B მენეჯერი
დასაქმების სააგენტო პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების (B2B) მენეჯერის პოზიციაზე.
ინდუსტრია: ინტერიერის აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია დირექტორთან
ძირითადი ამოცანები:
- ახალი დილერების აქტიური ძიება და მოზიდვა (კარისა და ინტერიერის აქსესუარების სალონები, სამშენებლო მაღაზიები, ბაზრობები, კარის ადგილობრივი მწარმოებლები)
- პირისპირ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება ბიზნესის მფლობელებთან, დირექტორებთან და შესყიდვების მენეჯერებთან
- კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და პოტენციური პარტნიორების დაინტერესება პრემიუმ პროდუქციითა და მომსახურების ხარისხით
- პარტნიორების სავაჭრო წერტილებში საგამოფენო ნიმუშების, ბრენდირებული სტენდებისა და ვიტრინების განთავსების ორგანიზება
- დილერების პერსონალის დატრენინგება პროდუქციის სპეციფიკაციებზე და პარტნიორების სტაბილურ, რეგულარულ შესყიდვებზე გამოყვანა
- აქტიური გარე გაყიდვების წარმოება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში
- კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ადმინისტრაციული პროცესების (დოკუმენტაცია, CRM, ლოგისტიკა) მაქსიმალური დელეგირება რელევანტურ პირებზე
პროფესიული კვალიფიკაციები:
- B2B გაყიდვებსა ან სადილერო ქსელის განვითარებაში მუშაობის 3 წლამდე გამოცდილება
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა
- გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება
- ძლიერი გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარები
- საცალო ბიზნესის გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა (მარჟები, საგამოფენო ნიმუშები, სასაწყობე პროგრამა და ა.შ.)
- სასურველია მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ფლობა
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა
- დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება და ორგანიზებულობა
ბენეფიტები:
- კორპორაციული სატელეფონო ლიმიტი
- საწვავის ან ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფა