საავიაციო უსაფრთხოების აგენტი- ბათუმი
ს.ს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საავიაციო უსაფრთხოების აგენტის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, საქმიანობს შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, თანამშრომლობს პარტნიორებთან "დსთ" და "გალფის" ქვეყნებში, მუშაობს B2B მიმართულებით და სთავაზობს საქართველოს სტუმრებს ქვეყნის შიდა ტურებს. კომპანია აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს და ოპერირებს თბილისსა და ბათუმში.
პოზიციის მიზანი:საავიაციო უსაფრთხოების აგენტი ჩართული იქნება ავიახაზის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისი შიდა რეგულაციების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- მგზავრების შემოწმება რეგისტრაციის (Check-in) ზონაში
- ბარგის შემოწმება დადგენილი წესებისა და პროცედურების მიხედვით
- უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება აეროპორტის სხვადასხვა ზონაში
- ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრი)
- ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე
- ფერების გარჩევის უნარი
- მზადყოფნა ინტენსიურ და ცვლად სამუშაო გრაფიკზე
- მაღალი პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა
- მზადყოფნა სამსახურებრივი მივლინებებისთვის
ანაზღაურება: 18 ლარი/საათი (net) (2 კვირიანი კურსის გავლამდე). კურსის წარმატებული გავლის შემდგომ 20 ლარი/საათი (net). საშუალოდ თვის ჭრილში 2500-3000 ლარი.
ზეგანაკვეთური ანაზღაურება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
დამატებითი პირობები:- პროფესიული სასწავლო კურსი საზღვარგარეთ (2 კვირა)
- სამუშაო ფორმით უზრუნველყოფა
- ნასამართლეობის ცნობა
- ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი (ღირებულებას სრულად ფარავს კომპანია)
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად
სამუშაო ადგილი: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (გადაადგილება უზრუნველყოფილია Pick-up წერტილიდან)
სამუშაო გრაფიკი: დინამიური, დილის/ღამის ცვლები (ფრენების განრიგის შესაბამისად)