საწყობის თანამშრომელი- ბათუმი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " Boxette Georgia " აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში. შპს "ბოქსეტ ჯორჯია" წარმოადგენს საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. კომპანია ახორციელებს იმპორტს ამერიკიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან (საჰაერო და სახმელეთო გზით), საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე უზრუნველყოფს გზავნილების უსაფრთხო და სწრაფ მიწოდებას. სამუშაო ადგილი: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის #10 სამუშაო გრაფიკი: ** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00 ** შაბათი: 10:30-16:00 ** კვირა: დასვენება ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი სამუშაო აღწერილობა: ** კომპანიის საწყობში არსებული ამანათებისა და ტვირთების კონტროლი; ** ამანათების მიღება, დახარისხება პროგრამულად დამუშავება და შესაბამის სივრცეში განთავსება; ** ტვირთების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა; ** საწყობში წესრიგისა და ორგანიზების კონტროლი; ** ნაშთების პერიოდული შემოწმება, ინვენტარიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის. მოთხოვნები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი; ** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი; ** ფიზიკურად აქტიური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.