რეზერვაციის მენეჯერის თანაშემწე
"რუსტარ ონლაინი" საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, "რუსტარ ტურიზმის" პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი "რუსტარი" უკვე 20 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას 10 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები, თურქეთი, კატარი, ვიეტნამი და საუდის არაბეთი.
"რუსტარ ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ჯავშნის სისტემაში ასახვა;
- ტურისტული პაკეტების შედგენა / სასტუმროების დაჯავშნა;
- ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა და ასევე ინგლისური;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
"რუსტარ ონლაინი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "რუსტარ ონლაინისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც