რესტორნის თანამშრომლები
პრემიუმ კლასის რესტორანი "ამარე" (კოსმონავტების სანაპირო #67) სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და პროფესიონალ კადრებს შემდეგ პოზიციებზე:
- მეხინკლე (შესაძლებელია გუნდთან ერთად);
- მემწვადე;
- ცხელი კერძების მზარეული;
- მიმტანი;
- დიასახლისი (სისუფთავის უზრუნველყოფის მენეჯერი).
ძირითადი მოთხოვნები პოზიციების მიხედვით:
- მეხინკლე: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოში პოპულარული ხინკლის ყველა ძირითადი სახეობისა და მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა. კულინარიული ინტერპრეტაციის, ახალი გემოებისა და ფორმების შექმნის უნარი; განიხილება როგორც ინდივიდუალური კანდიდატები, ასევე შეკრული გუნდი (მეხინკლე დამხმარეებთან ერთად);
- მემწვადე: ხორცის პირველადი და მეორეული დამუშავების, დაჭრის, დაბასტურმებისა და შენახვის ტექნოლოგიების ფლობა; მაყალსა და ღია ცეცხლზე მუშაობის გამოცდილება; პროდუქტის ხარისხის კონტროლი და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
- ცხელი კერძების მზარეული: ქართული ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს ცოდნა;
- მიმტანი: მომსახურების სტანდარტების ცოდნა და დაცვა; კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და სტუმართმოყვარეობა;
- უცხო ენების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- დიასახლისი: სამზარეულოსა და დარბაზის სისუფთავის, ჰიგიენური ნორმების დაცვა; სისწრაფე და ენერგიულობა; ჭურჭლისა და ინვენტარის მოვლა-დასუფთავება სანიტარიული წესების დაცვით.
ზოგადი მოთხოვნები ყველა კანდიდატისთვის: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა. დინამიკურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.
ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ და მზარდ სახელფასო ანაზღაურებას; კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს და მოქნილ გრაფიკს;