რესტორნის მენეჯერი- ბათუმი
სასტუმრო "GreenWood Hotel&Spa" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3
ფუნქცია-მოვალეობები:
- რესტორნის ოპერაციების ყველა ასპექტის ზედამხედველობა, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
- გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ ყოველდღიური მართვის უზრუნველყოფა კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
- გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება;
- ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან;
- მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული დატრენინგება;
- ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- ნაშთების და გეგმის შესრულების მონიტორინგი.
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:
- გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი რესტორნებში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
- რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი, იყოს ემპათიური, მიუკერძოებელი და სამართლიანი.
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.