რეკრუტერი ახალი ფიტნეს დარბაზისთვის- რუსთავი — ფიტნეს დარბაზი

ფიტნეს დარბაზი

რეკრუტერი ახალი ფიტნეს დარბაზისთვის- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ქალაქ რუსთავში იხსნება ახალი, თანამედროვე ფიტნეს დარბაზი. ვეძებთ გამოცდილ რეკრუტერს კონკრეტული დავალების შესასრულებლად: დარბაზის გასახსნელად და ოპერირებისთვის საჭირო სრული გუნდის მოძიება და შერჩევა.

მნიშვნელოვანი პირობა: ვინაიდან ობიექტი მდებარეობს რუსთავში, კადრები სრულად უნდა შეირჩეს ადგილობრივად. შესაბამისად, რეკრუტერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რუსთავის შრომით ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და/ან წვდომა ადგილობრივ საკადრო რესურსებთან.

მდებარეობა: რუსთავი

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • დარბაზის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პოზიციაზე (გაყიდვების მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, ადმინისტრატორები, ბარმენები, შესყიდვები, ინსტრუქტორები, დასუფთავების თანამშრომლები და სხვ.) ვაკანსიების განთავსება და შესაბამისი კანდიდატების მოძიება (Sourcing).
  • პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაორგანიზება და პირველადი შერჩევა (Screening).
  • საბოლოოდ შერჩეული, კვალიფიციური კანდიდატების სიის წარდგენა მენეჯმენტისთვის.

შენიშვნა: შერჩეული კადრების შემდგომ გადამზადებას, კონტრაქტების გაფორმებასა და ადაპტაციას უზრუნველყოფენ კომპანიის იურისტი და ხარისხის მართვის მენეჯერი. რეკრუტერის პასუხისმგებლობა სრულდება კადრის საბოლოო შერჩევის ეტაპზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რეკრუტინგის და კადრების შერჩევის მიმართულებით მუშაობის დადასტურებული გამოცდილება.
  • ქალაქ რუსთავის ლოკაციაზე კადრების მოძიების სპეციფიკის ცოდნა.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კანდიდატის შეფასების უნარი.
  • უპირატესობად ჩაითვლება: ფიტნეს ინდუსტრიაში, სპორტულ ან მომსახურების სფეროში (HoReCa, რითეილი) კადრების მოძიების გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

  • მოქნილ გრაფიკს: თქვენ არ ხართ ვალდებული იაროთ ოფისში. სამუშაო არის პროექტული და ფოკუსირებულია მხოლოდ კონკრეტული შედეგის (გუნდის დაკომპლექტების) დადებაზე, შესაბამისად, საჭიროებიდან უნდა განისაზღვროს ფიზიკური შეხვედრები.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას: ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე (შესრულებული სამუშაოს ან შერჩეული კადრების რაოდენობის მიხედვით).