რეგიონული გაყიდვების მენეჯერი — უჯ ლუბრიკანტს

უჯ ლუბრიკანტს — ლოგო
უჯ ლუბრიკანტს

რეგიონული გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას რეგიონული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის აღწერა:

UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საპოხი მასალების, ზეთების, გრიზებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში ავტო- და სამრეწველო სექტორისთვის. კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებით. UG Lubricants განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით (B2B / დისტრიბუტორები / სერვის ცენტრები და სხვა არხები)
  • აქტიური გაყიდვების განხორციელება და გაყიდვების პროცესის სრული მართვა რეგიონულ დონეზე
  • ახალი კლიენტებისა და სავაჭრო პარტნიორების მოძიება, გაყიდვების ქსელის გაფართოება რეგიონებში
  • არსებული კლიენტების ბაზის მართვა, შენარჩუნება და განვითარება
  • კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება
  • მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების შეთანხმება და კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და ბაზრის განვითარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
  • რეგულარული მივლინებები და წარმომადგენლობა კომპანიის სახელით რეგიონებში
  • ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და ფასების ტენდენციების შეფასება
  • გაყიდვების ანგარიშებისა და პროგნოზების მომზადება მენეჯმენტისთვის
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი შეთანხმებული პირობების ფარგლებში
  • კომპანიის პროდუქციის წარდგენა პრეზენტაციების, შეხვედრებისა და კომერციული კომუნიკაციის დროს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია B2B)
  • ბაზრის განვითარებისა და ახალი კლიენტების მოძიების პრაქტიკული გამოცდილება
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, ელფოსტა)
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)

შერჩეული აპლიკანტი, მუშაობის პროცესში ხშირად გაემგზავრება მივლინებებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

დასაქმების ტიპი:

სრული განაკვეთი (Full time)

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:

სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი) და ხშირი მივლინებები რეგიონებში

სამუშაო საათები:

09:00 – 18:00

ანაზღაურება:

ანაზღაურება გაანისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ასევე, ბონუსები გაყიდვების შედეგების მიხედვით.

ბენეფიტები:

  • სამედიცინო დაზღვევა
  • ბონუსების სისტემა
  • საწვავის / მივლინებების ხარჯების ანაზღაურება
  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით