პრომოუტერი- ქუთაისი — პოლიპრომი

პოლიპრომი — ლოგო
პოლიპრომი

პრომოუტერი- ქუთაისი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანია "პოლიპრომი" უკვე 10 წელია წამყვანი ევროპული ბრენდების - Soudal, Diager, Samedia, Index ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქუთაისის "დომინოს" ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 დღე, 10-დან 5 საათამდე (1სთ შესვენება)
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** სამედიცინო დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდგომ)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების სფეროების გაცნობა;
** მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შესაბამისი პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** თაროებისა და სტენდის მოწესრიგება და პროდუქციის სათანადოდ განთავსება;
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშის დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისებისა და სწავლის მზაობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესწავლისა და მომხმარებლისთვის სწორად მიწოდების უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ