სოციალური მედიისა და გაყიდვების კოორდინატორი — Nix Development

Nix Development

სოციალური მედიისა და გაყიდვების კოორდინატორი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"NIX Development", დეველოპერული კომპანია სამშენებლო სფეროში 20-წლიანი გამოცდილებით, ეძებს მოტივირებულ, კრეატიულ და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც სოციალური მედიის, მომხმარებელთა კომუნიკაციისა და გაყიდვების მხარდაჭერის პროცესებს კოორდინაციას გაუწევს.

ვაკანსია: სოციალური მედიისა და გაყიდვების კოორდინატორი (Social Media & Sales Coordinator)
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმება: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი თვეში + შედეგზე დაფუძნებული ბონუსები

მოვალეობები:

** Facebook-ისა და Instagram-ის გვერდების მართვა და კონტენტკალენდრის დაგეგმვა;
** პოსტების, Stories-ისა და Reels-ის, სარეკლამო ტექსტებისა და ვიზუალური მასალის მომზადება;
** ფოტო და ვიდეოკონტენტის შექმნა და დამუშავება;
** სარეკლამო კამპანიების მომზადებასა და მართვაში მონაწილეობა;
** შემოსულ ლიდებთან სწრაფი წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია;
** CRM სისტემაში ინფორმაციის განახლება, მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და დათვალიერებების ორგანიზება;
** უძრავი ქონების განცხადებების განთავსება და განახლება;
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა და მოკლე შედეგობრივი ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მართვის ან გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება;
** გამართული ქართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე;
** Canva-ს, CapCut-ის ან მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის, დაგეგმვისა და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უძრავი ქონების სექტორში მუშაობის, Meta Ads Manager-ის, CRM-ის, Photoshop-ის ან AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.

გთავაზობთ:

** 2000 ლარის ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგზე დაფუძნებულ ბონუსებს;
** პროფესიული ზრდისა და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას;
** მონაწილეობას დეველოპერული კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების განვითარებაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, CV და, არსებობის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების მაგალითები გამოგზავნონ მისამართზე: . წერილის სათაური: Social Media & Sales Coordinator.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ