მარკეტინგის სპეციალისტი
Sandro — ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, დახვეწილ ფრანგულ ესთეტიკასა და გამორჩეულ ხარისხს
შემოგვიერთდი მარკეტინგის გუნდში, მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00
- 2500₾ (ფიქსირებული + ბონუსი)
- თორნიკე ერისთავის N18
ამ ეტაპზე, არ განიხილება ჰიბრიდული/დისტანციური სამუშაო გრაფიკი
მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების განვითარება;
- სოციალური მედიის არხების მართვა და კონტენტის სტრატეგიის დაგეგმვა;
- ციფრული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და შედეგების ანალიზი;
- ბაზრის, მომხმარებელთა ქცევისა და კონკურენტული გარემოს კვლევა;
- აქციების, ღონისძიებებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზება;
- მარკეტინგულ და სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
- ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნისა და მარკეტინგული მასალების მომზადების პროცესის მართვა;
- მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის მონიტორინგი და ანგარიშგება;
რას ველოდებით შენგან:
- მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1-2 წლიან გამოცდილებას;
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პრაქტიკულ ცოდნას;
- კრეატიულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
- თანამედროვე ტრენდებისადმი ინტერესს და ახალი იდეების გენერირების უნარს;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარს;
- ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
რას მიიღებ ჩვენგან:
- შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
გახდი Sandro - ს მარკეტინგული სამყაროს ნაწილი!