ბრენდ მენეჯერი — ტრანსპორტერი

ტრანსპორტერი — ლოგო
ტრანსპორტერი

ბრენდ მენეჯერი

₾2500 - 3000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია  80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.


მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ბრენდ მენეჯერის ვაკანსია.

 

ძირითადი პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი ხელზე ასაღები (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე) + ბონუსი გაყიდვებიდან
  • ჯანმრთელობის დაზღვევა


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა მსგავსი მიმართულებით;

·       ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება  (სასურველია ავტო-მოტო სფეროში)

·       გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების და შესრულების გამოცდილება;

·       ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნის ანალიზის უნარი;

·       მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის კარგი უნარები;

·       ფასების, მარჟებისა და კომერციული პირობების მართვის ცოდნა;

·       MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;

·       ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.


ძირითადი მოვალეობები:

·       პორტფელში არსებული ბრენდების გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;

·       გაყიდვების გეგმების ფორმირება, შესრულების უზრუნველყოფა, მონიტორინგი და შედეგების პერიოდული ანალიზი/რეპორტინგი;

·       ბრენდების გაყიდვების ზრდის მიზნით ახალი გაყიდვების არხებისა და პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება;

·       ბრენდების საფასო სტრატეგიის, ფასდაკლებებისა და სხვა კომერციული პირობების განსაზღვრა, ფასწარმოქმნისა და მარჟების კონტროლი;

·       ბაზრის, მომხმარებელთა მოთხოვნისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი; შესაბამისი პროდუქტებისა და ასორტიმენტის განვითარება;

·       ახალი ბრენდებისა და პროდუქტების მოძიება, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათი პორტფელში ინტეგრაციის პროცესის მართვა;

·       მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა გაყიდვების სტიმულირების მიზნით

·       ბრენდებთან დაკავშირებული შესყიდვების პროცესის მართვა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შიდა სამსახურებთან კოორდინაცია, ასევე საქმიანობის შესახებ პერიოდული რეპორტინგი.


განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2 ნოემბრისჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.


შერჩევის ეტაპები:


1. რეზიუმეების გადარჩევა

2.პირისპირ გასაუბრება


ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!