პროექტების გაყიდვების სპეციალისტი
"Oxford School Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროექტების გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ. 47
სამუშაო საათები: 11:00-19:00
დასაქმების ტიპი: სრული
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "Oxford School Georgia"-ს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროექტების გაყიდვაზე.
ჩვენთვის ეს პოზიცია მხოლოდ კლიენტებთან კომუნიკაციას არ გულისხმობს. გვჭირდება ადამიანი, რომელიც აიღებს კონკრეტულ პროექტს, გაიაზრებს მის მიზნობრივ აუდიტორიას, დაგეგმავს გაყიდვების პროცესს, მოიძიებს პოტენციურ მონაწილეებს/კლიენტებს, დაამყარებს კომუნიკაციას, მართავს ლიდებს და საბოლოო შედეგამდე მიიყვანს გაყიდვას.
სპეციალისტი იმუშავებს როგორც ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებზე, ისე ახალ პროექტებზე და ჩართული იქნება მათი კომერციული მიმართულების განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- "Oxford School Georgia"-ს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაყიდვა;
- კონკრეტულ პროექტებზე გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- პოტენციური მომხმარებლების/მონაწილეების მოძიება და ახალი ლიდების გენერირება;
- შემოსულ ლიდებთან დროული კომუნიკაცია და მათი გაყიდვაში გადაყვანა;
- კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელფოსტითა და სხვა არხებით;
- პროგრამების, მათი ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა;