პრისელერი- ქუთაისი, ზუგდიდი
კომპანია "იტა" ეძებს გუნდის ახალ წევრს, პრესელერის პოზიციაზე, დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი და ზუგდიდი).
კომპანია იტა 2007 წლიდან მუშაობს რამოდენიმე მიმართულებით: სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.
სარეალიზაციო პროდუქცია: ავტონაწილები, ზეთები და ტექ-სითხეები, აკუმულატორები
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 14:30 საათამდე.
ანაზღაურება: 2500 ლარიდან
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
- ახალი კონტრაგენტების მოძიება, პოტენციალის შეფასება, ლიმიტების და ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა, ხელშეკრულების გაფორმება;
- სავაჭრო ქსელში გრაფიკის მიხედვით ვიზიტების განხორციელება, კონტრაგენტებისთვის პროდუქციის მახასიათებლების, ფასების, საგარანტიო პირობების გაცნობა;
- კონტრაგენტებისგან შეკვეთების აღება;
- კონტრაგენტების მიერ დებიტორული დავალიანებების დროული და სრული დაფარვის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ქსელიდან ამოღებული ნაღდი ფულის დროული შეტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე;
- ანგარიშის წარდგენა;
- პროდუქციის თვისებების, მახასიათებლების, საგარანტიო პირობების შესწავლა, პროდუქციის გაყიდვის მიზნით;
- სავაჭრო ქსელში პროდუქციის სტანდარტების მიხედვით განთავსების უზრუნველყოფა;
- კონკურენტებზე ინფორმაციის მოძიება;
- ყოველთვიური გაყიდვების გეგმების და სხვა დაგეგმილი ამოცანების შესრულება;
- კომპანიის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული მატერიალური საშუალებების შენახვა, მოვლა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ქონებრივი უზრუნველყოფა (მინ. 10000 ლარის ოდენობით);
- ავტომობილი (კომპანიის მიერ მოხდება საწვავით უზრუნველყოფა და ცვეთის (იჯარის) ყოველთვიური კომპენსაციის გაცემა);
- ავტომობილის მართვა (B კატეგორია);
- აუცილებელია საავტოტმობილო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით დისტრიბუციაში/გაყიდვებში მშაობის გამოცდილება.
სხვა მოთხოვნები:
- მიზანდასახულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების სწრაფად ათვისებისუნარი;
- ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიის და ტექნოლოგიების შესახებ.
შერჩევის ეტაპი:
- გასაუბრების პირველი ეტაპი;
- გასაუბრების მეორე ეტაპი;
ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს, განვითარების შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 10.10.2026 წ.