პრისეილერი- ბათუმი
შპს "ვეიპ რუმ"-ი 2020 წლიდან ბაზარზეა და მზარდ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მუშაობს ვეიპებზე, ჩილიმებსა და აქსესუარების როგორც საცალო ასევე საბითუმო გაყიდვებზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: 10:00-18:00
- განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
- ადგილმდებარეობა: ბათუმი, ორბელიანის 39
მოკლე აღწერა:
ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს პრისეილერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომხმარებელთან ვიზიტზე, შეკვეთების მიღებაზე და პროდუქციის პრეზენტაციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული და ახალი მყიდველების მონახულება;
- პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების სტიმულირება;
- შეკვეთების მიღება და მონაცემების სწორად დაფიქსირება;
- გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ანგარიშგების წარმოება და დოკუმენტაციის მოწესრიგება.
მოთხოვნები:
- ქონებით უზრუნველყოფა (აუცილებელი პირობაა);
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მსგავს პოზიციაზე;
- მართვის მოწმობა B კატეგორია და პირადი ავტომობილი;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
- სწრაფად ადაპტაციის უნარები.
სასურველი უნარები:
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- Fina-ს პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი გეგმის შესრულებიდან;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა.