პრისეილერი
„აბრაზივ პროდაქტსი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
„აბრაზივ პროდაქტსი“ არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აერთიანებს მსუბუქი სამშენებლო სახარჯი მასალების იმპორტს და წარმოებას. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის მიწოდება როგორც სავაჭრო ქსელისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის. ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვას და გაყიდვების პროცესის ეფექტიან კოორდინაციას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თბილისისა და რეგიონების მასშტაბით სამშენებლო მაღაზიების რეგულარული მონახულება;
- კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის;
- შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- შესრულებული შეკვეთების თანხის ამოღება;
- კლიენტებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- გაყიდვების გეგმების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება (კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს ავტომობილით და საწვავით);
- რეგიონებში გადაადგილების მზადყოფნა.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:00სთ-18:00სთ;
ანაზღაურება: 2000 ლარიდან ზევით (ფიქსირებული + საბონუსე სისტემა);
კომპანიის მისამართი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. პეპელა, აფრიკის დასახლება, კორნელი სანაძის ქუჩა #32.