პრისეილერი
Geostav – საკონდიტრო ნაწარმის სადისტრიბუციო კომპანია
Geostav ოპერირებს საქართველოში 2014 წლიდან, რომელიც სპეციალიზებულია საკონდიტრო ნაწარმის მიწოდებასა და გაყიდვებში. კომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციით, პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებით. Geostav-ის მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს საუკეთესო საკონდიტრო პროდუქცია და შექმნას ღირებულება როგორც პარტნიორებისთვის, ასევე გუნდის წევრებისთვის. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე, რაც უზრუნველყოფს მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
- ვიზიტების მეშვეობით, სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ახალი კლიენტების მოძიება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.
- დასვენების დღეები შაბათი-კვირა.
- სამუშაო არეალი:
- ორშაბათი: კახეთი;
- სამშაბათი: კახეთი;
- ოთხშაბათი: ერთ კვირას (კახეთი); მეორე კვირას (ნორიო, მარტყოფი)
- ხუთშაბათი: თბილისი;
- პარასკევი: თბილისი.
- ანაზღაურება: 2500 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ).
ძირითადი მოთხოვნები
საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
- აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება);
პიროვნული თვისებები:
- აქტიური;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ორგანიზებული და მოწესრიგებული;
- შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;