პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
20 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.
"ქარექსპრესი"-ის გუნდში ვეძებთ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვების მენეჯერს, რომლის მთავარი მიმართულება იქნება პრემიუმ კლასის ავტომობილების მოძიება/შერჩევა/შესყიდვა საერთაშორისო აუქციონებიდან და მათი გაყიდვების პროცესის მართვა.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დასვენების დღე: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული
ძირითადი მოვალეობები:
- პრემიუმ კლასის ავტომობილების მოძიება, შერჩევა და შესყიდვა საერთაშორისო აუქციონებზე;
- მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით შესაბამისი ავტომობილის შეთავაზება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
- ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის განვითარება;
- ავტომობილის მდგომარეობის, ფასისა და აუქციონის პირობების შეფასება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე ორიენტირება;
- გაყიდვების პროცესის სრული მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრემიუმ კლასის გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- აქტიური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
- ავტომობილების მიმართ ინტერესი და ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
- აუქციონებთან ან ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- პრემიუმ კლასის ავტომობილებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
- Fitpass- ით სარგებლობის შესაძლებლობას
- კორპორატიულ დაზღვევას