Pre-Sales მენეჯერი
Pre-Sales მენეჯერი
დეველოპერული კომპანია „იქსორი“ აცხადებს ვაკანსიას Pre-Sales მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
თუ გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია, გაქვთ გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება და შეგიძლიათ პოტენციური მომხმარებლის ინტერესის სწორად ამოცნობა და მართვა, გელოდებით ჩვენს გუნდში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციურ მომხმარებლებთან პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
- შემოსული ლიდების დროული დამუშავება და მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაცია;
- მომხმარებლის საჭიროებების, ინტერესებისა და მოთხოვნების დადგენა;
- პოტენციური მომხმარებლების კვალიფიცირება და მათი საჭიროებების შესაბამისი შეთავაზების მიმართულების განსაზღვრა;
- დაინტერესებული მომხმარებლების შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია Viber-ისა და WhatsApp-ის საშუალებით;
- მომხმარებელთა შეტყობინებების მართვა Meta-ს (Facebook, Instagram) მესენჯერებში;
- სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა კომენტარებსა და შეკითხვებზე დროული პასუხების გაცემა;
- კომპანიის ვებ-გვერდზე ონლაინ ჩატში შემოსული მომხმარებლების შეკითხვების დამუშავება;
- მომხმარებლების შესახებ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ისტორიის მართვა CRM სისტემაში;
- პოტენციური მომხმარებლების ინტერესის, სტატუსისა და შემდგომი კომუნიკაციის ეტაპების CRM სისტემაში ასახვა;
- გაყიდვების გუნდისთვის კვალიფიციური ლიდების ეფექტურად გადაცემა;
- მომხმარებლისთვის კომპანიის პროექტების, პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვების ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
- გაყიდვების საფუძლების ცოდნა;
- მომხმარებლის საჭიროებების სწრაფად იდენტიფიცირების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ დეველოპერულ კომპანიაში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ, პროფესიონალურ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს თანამედროვე CRM და საკომუნიკაციო არხების გამოყენებით.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, შარტავას ქუჩა №29
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 11:00 – 19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი