პორტერი/დასუფთავების დამხმარე თანამშრომელი — გრატუს აპარტჰოტელ თბილისი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
გრატუს აპარტჰოტელ თბილისი — ლოგო
გრატუს აპარტჰოტელ თბილისი

პორტერი/დასუფთავების დამხმარე თანამშრომელი

₾1200 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას პორტერის/დასუფთავების დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: 1200 ლარი

პოზიციის აღწერა:

პორტერი უზრუნველყოფს ჰაუსქიფინგის დეპარტამენტის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, ამარაგებს სართულებს საჭირო ინვენტარით და უზრუნველყოფს საერთო სივრცეების სისუფთავის სტანდარტის დაცვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სართულებზე თეთრეულის, პირსახოცების და ქიმიური საშუალებების მიწოდება
  • ბინძური თეთრეულის შეგროვება და ლონდრის სერვისში გადაცემა
  • საწყობის მოწესრიგება და მარაგების კონტროლი
  • საერთო სივრცეების (კორიდორები, ლიფტის ჰოლი, სამსახურებრივი ზონები) სისუფთავის კონტროლი
  • ჰაუსქიფინგის გუნდთან კოორდინაცია და დავალებების დროული შესრულება
  • დიასახლისების უშუალო დახმარება რთულად შესასრულებელ საქმეებში: ინვენტარის გადაადგილება, შუშების წმენდა/დასუფთავება
  • სასტუმროში არსებული მცენარეების პერიოდული მორწყვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პერსონალური მონაცემების დაცვა:

თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

ჩვენ მოგიძებნით დასუფთავების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა დასუფთავების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ