პირადი/საოფისე მძღოლი- ბათუმი
"როგანტინი" აცხადებს ვაკანსიას პირადი/საოფისე მძღოლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, საჭიროების შემთხვევაში შაბათიც)
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ხელმძღვანელობის, თანამშრომლების ან სტუმრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა დადგენილი მარშრუტების მიხედვით.
- ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი (ზეთი, საბურავები, საწვავის დონე და ა.შ.).
- ავტომანქანის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება (როგორც სალონის, ისე გარე ვიზუალის).
- საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის ან მცირე ამანათების ადრესატამდე უსაფრთხოდ მიტანა.
- საგზაო მოძრაობის წესების მკაცრი და უპირობო დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია დამატებითი კატეგორიებიც).
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-5 წელი მძღოლის პოზიციაზე (პირადი ან საოფისე მძღოლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- ქალაქის (და რეგიონის) ქუჩებისა და ალტერნატიული მარშრუტების კარგად ცოდნა.
- საგზაო მოძრაობის წესების უზადო ცოდნა და სუფთა მართვის ისტორია (ავარიებისა და უხეში დარღვევების გარეშე).
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობაში.
პიროვნული თვისებები:
- ვიზუალური მხარე: აუცილებელია მოწესრიგებული, კლასიკური/საქმიანი სტილის ჩაცმულობა (Dress Code) და პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა.
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტური მართვა.
- თავაზიანობა, კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიონალური ეთიკა.
- სტრესულ სიტუაციებში (მაგ. საცობები) სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.
- მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური გარეგნობა.