ოთახის დიასახლისი — IDEA Collection by GINO HOTTELS

samushao.ge
IDEA Collection by GINO HOTTELS — ლოგო
IDEA Collection by GINO HOTTELS

ოთახის დიასახლისი

₾1400 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას ოთახის დიასახლისის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება
  • თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა
  • აბაზანისა და საერთო სივრცეების ჰიგიენის დაცვა
  • მარაგების შევსება (ჰიგიენური საშუალებები)
  • ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება

მოთხოვნები:

  • მომსახურების პრინციპების ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 1200 ლარი + 200 ლარი სეზონურად (NET)