ოთახების დიასახლისი (Room Attendant / Housekeeper) — სასტუმრო ხედი

samushao.ge
სასტუმრო ხედი — ლოგო
სასტუმრო ხედი

ოთახების დიასახლისი (Room Attendant / Housekeeper)

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო „ხედი“ აცხადებს ვაკანსიას ოთახების დიასახლისის (Room Attendant / Housekeeper) პოზიციაზე.

თუ მოგწონთ სისუფთავე, წესრიგი, დეტალებზე ზრუნვა და გსურთ იმუშაოთ სტუმართმოყვარე, მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში, შემოუერთდით ჩვენი Housekeeping გუნდის წევრებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ნომრების სრულყოფილი დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
  • გამგზავრებული სტუმრის შემდეგ ნომრის მომზადება ახალი სტუმრის მისაღებად;
  • დაკავებული ნომრების ყოველდღიური დასუფთავება;
  • აბაზანის, ავეჯის, იატაკის, ტექსტილისა და სხვა ინვენტარის მოვლა;
  • ნომერში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის ვიზუალური შემოწმება;
  • სტუმრის მიერ დატოვებული ნივთების (Lost & Found) პროცედურის დაცვა;
  • თეთრეულის მიღება, ჩაბარება და მარაგების კონტროლი;
  • სამუშაო სივრცისა და საწყობის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • სანიტარული, ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • ეფექტური თანამშრომლობა Front Office, ტექნიკურ და Laundry დეპარტამენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელია:

  • საშუალო განათლება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

სასურველია:

  • სასტუმროში Housekeeping მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კვებას თანამშრომელთა კაფეტერიაში.

სამუშაო ადგილი: სასტუმრო „ხედი“ (ავლაბარი, ქეთევან წამებულის 24)

დაკავშირებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ