ოთახების დიასახლისი
სასტუმრო „Glarros“ აცხადებს ვაკანსიას ოთახების დიასახლისის (Room Attendant / Housekeeper) პოზიციაზე.
თუ მოგწონთ სისუფთავე, წესრიგი, დეტალებზე ზრუნვა და გსურთ იმუშაოთ სტუმართმოყვარე, მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში, შემოუერთდით ჩვენი Housekeeping გუნდის წევრებს.
ძირითადი მოვალეობები
- სასტუმროს ნომრების სრულყოფილი დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
- გამგზავრებული სტუმრის შემდეგ ნომრის მომზადება ახალი სტუმრის მისაღებად;
- დაკავებული ნომრების ყოველდღიური დასუფთავება;
- აბაზანის, ავეჯის, იატაკის, ტექსტილისა და სხვა ინვენტარის მოვლა;
- ნომერში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის ვიზუალური შემოწმება;
- სტუმრის მიერ დატოვებული ნივთების (Lost & Found) პროცედურის დაცვა;
- თეთრეულის მიღება, ჩაბარება და მარაგების კონტროლი;
- სამუშაო სივრცისა და საწყობის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- სანიტარული, ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
- აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
აუცილებელია:
- საშუალო განათლება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ფიზიკური გამძლეობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება.
სასურველია:
- სასტუმროში Housekeeping მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კვებას თანამშრომელთა კაფეტერიაში.
- სამედიცინო დაზღვევას.
სამუშაო ადგილი
- სასტუმრო „Glarros“ (კოტე აფხაზის ქ15 - თავისუფლების მოედანთან)
დაუკავშირებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.