ოპერაციებისა და შესრულების კოორდინატორი
"JOY" არის ქართული გამაგრილებელი სასმლის ბრენდი, რომლის პროდუქციაც იყიდება საქართველოს მასშტაბით 1000+ ორგანიზებულ და არა ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტში.
"JOY" არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ქართულ ბაზარზე და ამ ეტაპისთვის ეძებს შესაბამის ადამიანებს, რათა თანამედროვე ორგანიზაციული სტრუქტურა შედგებოდეს ისეთი კადრებისგან, ვინც სტრუქტურის კონკრეტულ რგოლებს შესაბამისად აამოქმედებს.
Chief of Staff - ოპერაციებისა და შესრულების კოორდინატორი
Chief of Staff არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ კომპანიაში მიღებული გადაწყვეტილებები რეალურად შესრულდეს და არ დაიკარგოს შეხვედრებს შორის.
შენ იმუშავებ პირდაპირ ხელმძღვანელებთან და გექნება სრული ხედვა იმისა, თუ როგორ მუშაობს კომპანია: გაყიდვები, ლოგისტიკა, ფინანსები, მარკეტინგი.
ჩვენს გუნდში არიან ცალკეული მიმართულებების ხელმძღვანელები და თითოეული მათგანი პასუხისმგებელია საკუთარ სფეროზე. შენი საქმეა ის სისტემა, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს — შეხვედრები, დავალებები, ვადები, ციფრები და კონტროლი, შესაბამისად აამუშავო.
რას გთავაზობთ:
- ხელფასი: ₾1, 500-₾2, 200 გამოცდილების მიხედვით
- საქმის ეფექტურად შესრულების მიმოხილვა და ანაზღაურების გადახედვა 6 თვის შემდეგ
- პირდაპირი მუშაობა ხელმძღვანელებთან და სრული ხედვა მთელ ბიზნესზე — ეს გამოცდილება იშვიათად ხელმისაწვდომია კარიერის ამ ეტაპზე.
- რეალური პერსპექტივა: ეს პოზიცია შექმნილია იმისთვის, რომ მისგან გაიზარდო მიმართულების ხელმძღვანელობამდე
- სამუშაო განაკვეთი სრული.
რას გააკეთებ:
შეხვედრების სისტემა
- ინ ჰაუს შეხვედრების ორგანიზება/რეპორტინგი
- დეპარტამენტებს შორის არსებული საერთო ამოცანებისა და მათი შესრულების მონიტორინგი
- ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების მომზადება
გადაწყვეტილებების თვალყურის დევნება
- ყველა მიღებული გადაწყვეტილების საქმის კურსში ყოფნა: რა გადაწყდა, ვინ არის პასუხისმგებელი, რა ვადაში
- შესრულების დეტალური მონიტორინგი/რეპორტინგი
- დაუსრულებელი დავალებების იდენტიფიცირება მანამ, სანამ ისინი პრობლემად იქცევა
ციფრები და ანგარიშგება
- ყოველკვირეული და ყოველთვიური მაჩვენებლების შეგროვება სხვადასხვა წყაროდან ერთ ანგარიშში
- მაგალითად: აქტიური ობიექტების რაოდენობა, ახალი გახსნილი ობიექტები, გაყიდული პროდუქცია, მიწოდების სიზუსტე, დებიტორული დავალიანება, ინვენტარის რეესტრი.
- ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის ორგანიზებულად მიწოდება, ნაცვლად ქაოტური დოკუმენტებისა.
სისტემების მენეჯმენტი
- სავაჭრო პირობების ცხრილის განახლება და დაცვა
- ტერიტორიული რუკა და სავაჭრო ობიექტების ბაზა
- მაცივრების რეესტრი და კვარტალური აუდიტი - სად დგას თითოეული ერთეული და რამდენს ყიდის
- ახალი თანამშრომლებისთვის შინაგანაწესის გაცნობა
რას არ გააკეთებ:
გულწრფელები ვიქნებით, ეს როლი მოიცავს ბევრ დეტალს, ჩანაწერს და თვალყურის დევნებას.
ასევე მნიშვნელოვანია: შენ არ იქნები სხვა ხელმძღვანელების უფროსი. შენ გეკუთვნის პროცესი - ვადები, ჩანაწერები, ანგარიშგება, შეხსენება. მათ ეკუთვნით გადაწყვეტილებები საკუთარ მიმართულებაში. ეს განსხვავება ჩვენთვის პრინციპულია და მკაცრად დაცული იქნება, შენი ავტორიტეტი სისტემაა, და არა თანამდებობა.
ვის ვეძებთ:
აუცილებელია
- 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება — ნებისმიერ სფეროში, სადაც წესრიგი, ვადები და დეტალები მნიშვნელოვანი იყო
- განსაკუთრებული ორგანიზებულობა — თუ რაიმე შენთან მოვიდა, ის აღარ იკარგება. ეს ამ პოზიციის მთავარი უნარია
- Excel/Google Sheets თავისუფლად — ფორმულები, ფილტრები, ცხრილები
- წერის უნარი — მოკლედ და ნათლად, ისე, რომ წაკითხვის შემდეგ ზედმეტი კითხვები აღარ დარჩეს
- სიმტკიცე - მოგიწევს შენზე უფროსი და გამოცდილი ადამიანებისთვის ვადების შეხსენება. ეს დისკომფორტია და მასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს, ეს პოზიციის ნაწილია, და არა გვერდითი ეფექტი
- ქართული — მშობლიური. ინგლისური — სამუშაო დონეზე
უპირატესობა (არა აუცილებელი)
- გამოცდილება FMCG-ში, დისტრიბუციაში, საცალო ვაჭრობაში ან ლოგისტიკაში
- პროექტების ან ოპერაციების მართვის გამოცდილება
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
რაც არ გვჭირდება
- გამაგრილებელი სასმელების ან სასმელების ბაზრის ცოდნა, ამას ჩვენ გასწავლით
- უმაღლესი განათლება კონკრეტულ სფეროში - ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ მუშაობ და არა რა წერია შენს დიპლომში.