ოპერაციებისა და გაყიდვების უფროსი სპეციალისტი - B2B/B2C/C2C — Sheniani.ge

Sheniani.ge

ოპერაციებისა და გაყიდვების უფროსი სპეციალისტი - B2B/B2C/C2C

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Sheniani.ge" არის სამშენებლო და სახლის სერვისების მზარდი პლატფორმა (სტარტაპი), რომელიც მომხმარებლებსა და კვალიფიციურ პროვაიდერებს ერთმანეთთან ეფექტურად აკავშირებს. ჩვენ ვამარტივებთ პროცესს: მომხმარებელს ვეხმარებით დავალების სწრაფად და მარტივად განთავსებაში, ხოლო პროვაიდერებს - შესაბამისი სამუშაოს ოპერატიულად მოძიებაში.

"Sheniani.ge" ეძებს მაღალი კვალიფიკაციისა და სამშენებლო სფეროში გამოცდილ ოპერაციებისა და გაყიდვების უფროს სპეციალისტს (B2B / B2C / C2C), პლატფორმის მთავარ კოორდინატორს, რომელსაც აქვს სამშენებლო/სარემონტო (სახლის წვრილი სერვისები) სერვისების სიღრმისეული ცოდნა, შეუძლია პლატფორმის სწრაფი შევსება კვალიფიციური პროვაიდერებით, მომხმარებლებისა და პროვაიდერების მხარდაჭერა და პროცესის წარმატებულ შედეგებამდე მიყვანა. ის სრულად ჩართული იქნება პროექტის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და განვითარებაში.

ჩვენ არ ვეძებთ სტანდარტულ, დაქირავებულ თანამშრომელს - ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას გაყიდვებისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო/სარემონტო სექტორში მოქმედი ხელოსნების, სამშენებლო ჯგუფების და კომპანიების აქტიური მოძიება, მოზიდვა და პლატფორმაზე რეგისტრაციის უზრუნველყოფა, Sheniani.ge-ს ბაზის სწრაფი გაფართოებისთვის;
  • სირთულის წარმოშობის შემთხვევაში როგორც მომხმარებლების, ისე პროვაიდერების დახმარება - საიტზე მარტივ ორიენტაციაში ხელშეწყობა, სისტემურ/ტექნიკურ საკითხებში გარკვევა და პლატფორმით სარგებლობის გამარტივება;
  • Sheniani.ge-ს პლატფორმის უპირატესობების, პირობებისა და სერვისების სიღრმისეული, არგუმენტირებული წარდგენა პროვაიდერებისთვის (B2B & B2C/C2C);
  • კონკრეტული სამუშაოსთვის შესაფერისი პროვაიდერის სწრაფი მოძიება, დაკავშირება და სამუშაოზე ეფექტური გადანაწილება;
  • მონაცემთა აღრიცხვა: ფასებთან, ვადებთან, სამუშაოს შესრულების პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვება და აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო, სარემონტო ან სამშენებლო სერვისების სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი დადასტურებული გამოცდილება;
  • სამშენებლო და სარემონტო პროცესების, ეტაპების, ტექნიკური ენისა და სპეციფიკის სიღრმისეული გაგება;
  • როგორც პროვაიდერებთან/ხელოსნებთან (B2B), ისე სერვისის მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებლებისთვის და პროვაიდერებისთვის ციფრული პლატფორმის მოხმარების წესების მარტივად და მოთმინებით განმარტების უნარი.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

სამუშაო ფორმატი: დისტანციური

სამუშაო გრაფიკი: სრული (მოქნილი გრაფიკი)

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ