ოპერაციების აუდიტის განყოფილების აუდიტორი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების აუდიტის განყოფილების აუდიტორის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: შიდა აუდიტის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
- ბანკის ოპერაციული პროცესების, სისტემებისა და საქმიანობის მიმართულებით რისკზე დაფუძნებული აუდიტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
- დამტკიცებული აუდიტის გეგმისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად აუდიტების განხორციელება; ასევე, საჭიროების შემთხვევაში თემატურ შემოწმებებში და აუდიტის სხვა პროექტებში მონაწილეობა;
- ბანკის შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობის, სანდოობისა და ადეკვატურობის შეფასება, მათ შორის საოპერაციო, საკრედიტო და საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიმართულებით;
- ოპერაციული, საკრედიტო, თაღლითობის და შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება და მართვის პროცესების ეფექტიანობის შემოწმება;
- შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისობის შეფასება მოქმედ კანონმდებლობასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან;
- აუდიტის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების, კონტროლის სისუსტეებისა და დარღვევების დოკუმენტირება და ძირეული მიზეზების ანალიზი;
- აუდიტის ანგარიშების მომზადება, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება და წარდგენა;
- გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შემდგომი შემოწმებების (Follow-up) განხორციელება;
- შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტებისა (IIA Standards) და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა.
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა აუდიტის, რისკების მართვის, შიდა კონტროლის, ფინანსური ან საბანკო ოპერაციების, მათ შორის საკრედიტო და/ან პლასტიკური ბარათების მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის ან სხვა შესაბამის სფეროში;
- საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების და საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტების, პროცესებისა და ინფორმაციული სისტემების ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.
- პროფესიული სერტიფიკატების ფლობა (ACCA, CFA, CIA, CISA ან სხვა);
- საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩოსა და საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების ცოდნა;
- მონაცემთა ანალიზისა და აუდიტორული პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ობიექტურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
- კომუნიკაციისა და დიპლომატიური ურთიერთობის უნარი;
- პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 05 ივლისი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.