პრემიული მომსახურების ბანკირი- ფოთი
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?
"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ პრემიული მომსახურების ბანკირს ვეძებთ ფოთში.
ძირითადი მოვალეობები:- პრემიული სეგმენტის კლიენტებისთვის ოპტიმალური საბანკო/არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების შერჩევა და შეთავაზება;
- პრემიული კლიენტების მიმდინარე პრობლემების ოპტიმალური მოგვარება;
- პრემიული კლიენტების საოპერაციო/საკრედიტო მომსახურება;
- საკრედიტო/სადეპოზიტო პორტფელზე მუშაობა დაწესებული გეგმის შესაბამისად.
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით (საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.