შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კვალიფიკაციიდან გამომდინარე + სამედიცინო დაზღვევა.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საფინანსო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამის დარგში
- ლოგიკური და სისტემური ანალიზის უნარი
- საოფისე პროგრამების ცოდნა - პრიორიტეტულია MS Excel;
ძირითადი მოვალეობები:
- დამსაქმებლის ფილიალებში აუდიტის დაგეგმვა და განხორციელება;
- აუდიტორული დავალებების ფარგლებში რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და ძირეული მიზეზების ანალიზი;
- აუდიტორული ანგარიშების/დასკვნების მომზადება
- დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებით, წესების, პოლიტიკის, ბრძანების, მითითებების შესრულება.
პიროვნული უნარები:
- დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;