უნივერსალური ბანკირი- გორი
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?
ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ უნივერსალურ ბანკირს ვეძებთ გორში.
- ფილიალის/სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის დადგენილი ინდივიდუალური გეგმების შესრულება;
- კლიენტის მომსახურების ფარგლებში ანგარიშების გახსნა/დახურვა, ანგარიშებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ოპერაციის განხორციელება;
- კლიენტების კრედიტუნარიანობის შესახებ მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- ბანკის არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით (საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საკრედიტო პროდუქტების გაყიდვის მიმართულებით გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.