ოპერატორი
კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- შემოსულ შეტყობინებებზე (whatsapp-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა.
მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
- პუნქტუალურობა.
- Autocad პროგრამის ცოდნა (კომპანია უზრუნველყოფს სწავლებას).
ჩვენ გთავაზობთ:
- დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები): 1000 ლარი;
- ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): 1500 ლარი;
- მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1;
- სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00 სთ-18:00 სთ.