ოპერატორი
სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: სტუდიური დეკორაციები; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;
სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)
ძირითადი მოვალეობები:
- დაბეჭდილი პროდუქციის სუბლიმაციის აპარატში გატარება;
- დაბეჭდილი მასალის დაჭრა/დახარისხება;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
- საშუალო განათლება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.