ონლაინ მაღაზიის ოპერატორი — Barcelona Import

Barcelona Import

ონლაინ მაღაზიის ოპერატორი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Barcelona Import" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მართვა: ონლაინ სისტემაში შემოსული შეკვეთების მიღება, დამუშავება და გაწერა.
  • შეკვეთების მომზადება: პროდუქციის ზუსტად და დროულად აწყობა/ჩალაგება საკურიერო მიწოდებისთვის.
  • მარაგების მართვა: საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, დახარისხება და თაროებზე სუფთად/სისტემატიზებულად განთავსება.
  • პროდუქციის მარკირება: პროდუქციაზე შესაბამისი ქართულენოვანი ანოტაციების/ეტიკეტების მიკვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • კომპიუტერთან და ონლაინ სისტემებთან მუშაობის საბაზისო უნარები.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება.
  • გუნდურად და სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
  • დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.