ონლაინ მაღაზიის ხელმძღვანელი — მაღაზია კასა

მაღაზია კასა

ონლაინ მაღაზიის ხელმძღვანელი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მაღაზია "კასა" ვეძებთ აქტიურ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც სრულად ჩაერთვება ჩვენი Facebook გვერდის მართვასა და ონლაინ გაყიდვებში.

ძირითადი მოვალეობები:

  • Facebook გვერდის ყოველდღიური მართვა
  • პოსტებისა და ვიდეოების რეკლამაზე გაშვება (ადგილზე გასწავლით)
  • შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი და მომხმარებლებთან კომუნიკაცია
  • ჩატის ოპერატორის ფუნქციის შესრულება და შეკვეთების მიღება
  • გაყიდვების პროცესის მართვა

გამოცდილება აუცილებელი არ არის!

კანდიდატებს ყველაფერს ჩვენ ვასწავლით — სწავლება სრულიად უფასოა.

სამუშაო ფორმატი:

  • პირველი გასაუბრება ჩატარდება ფიზიკურ ლოკაციაზე შერჩეულ კანდიდატებთან.
  • შემდგომ სამუშაოს დაახლოებით 90% ონლაინ რეჟიმში შეასრულებთ.
  • ფიზიკურ ლოკაციაზე მოსვლა ძირითადად საჭირო იქნება პროდუქციის ვიდეოების გადასაღებად.

ანაზღაურება:

  • ანაზღაურება დამოკიდებულია შედეგზე და შედგება გაყიდვების კონკრეტული პროცენტისგან + დამატებითი პრემიებისგან.
  • საშუალო შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1000-1500 ლარს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

ვის ვეძებთ?

  • პასუხისმგებლიან და მოტივირებულ ადამიანს
  • ვისაც შეუძლია მომხმარებლებთან კარგი კომუნიკაცია
  • თავისუფლად იყენებს Facebook-სა და სოციალურ ქსელებს
  • არ ერიდება ვიდეოების გადაღებასა და კამერასთან მუშაობას
  • დაინტერესებულია ონლაინ გაყიდვებით, რეკლამითა და სოციალური მედიის მართვით