ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი — აქსიომ სმარტი

აქსიომ სმარტი

ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი

შპს "აქსიომ სმარტი" ეძებს ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც მართავს ონლაინ შეკვეთებს და ამზადებს ახალ პროდუქციას გასაყიდად.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ონლაინ მაღაზიაში, Extra.ge -ზე, MyMarket-ზე, Wolt-ზე და Glovo-ზე პროდუქციის განთავსება და ინფორმაციის განახლება;
  • ონლაინ შეკვეთების მიღება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების შესრულების კოორდინაცია;
  • ონლაინ არხებში პროდუქციის ფასების, აღწერებისა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
  • საწყობში ახალი პროდუქციის მიღება, რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება;
  • პროდუქციის ფოტოების გადაღება და ონლაინ განთავსებისთვის მომზადება;
  • პროდუქციის მონაცემების სისტემაში შეტანა და მარაგების პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ონლაინ გაყიდვებში, ელექტრონულ კომერციაში ან საცალო ვაჭრობის ოპერაციებში;
  • Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა;
  • გამართული წერილობითი ქართული და მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ყურადღება დეტალებისადმი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

უპირატესობად ჩაითვლება Extra.ge-ის, MyMarket-ის, Wolt-ის, Glovo-ს ან ონლაინ მაღაზიის ადმინისტრაციულ პანელთან მუშაობის გამოცდილება, ასევე პროდუქტის ფოტოების გადაღებისა და დამუშავების უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (უმეტესად ონლაინ)

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი

ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე + შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი.

განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 19.10.26

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ