ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - Glovo / Wolt
შპს "მინთი მარკეტი" - თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე.
გუნდის გაფართოების მიზნით ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ონლაინ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე გაყიდვების ზრდაზე, პროდუქციის/მენიუს მართვასა და ყოველდღიური ონლაინ ოპერაციების კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
- Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე კომპანიის გვერდების/მაღაზიის ყოველდღიური მართვა;
- პროდუქციისა და მენიუს განახლება, ფასების, აღწერებისა და ფოტო-მასალის კონტროლი;
- ონლაინ შეკვეთების მონიტორინგი და გაყიდვების პროცესის გამართულად წარმართვა;
- გაყიდვების ზრდისთვის სხვადასხვა შეთავაზებების, აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა და განხორციელება;
- პლატფორმებზე პროდუქციის სწორად განთავსებისა და ხილვადობის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- გაყიდვების, შეკვეთების, საშუალო ჩეკისა და სხვა ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება;
- Glovo-სა და Wolt-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების მოგვარება;
- შეკვეთებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
- მარაგებისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი, რათა ონლაინ პლატფორმებზე პროდუქცია მუდმივად აქტიური და ხელმისაწვდომი იყოს;
- ყოველდღიური/ყოველკვირეული გაყიდვების ანგარიშების მომზადება;
- გაყიდვების ზრდის ახალი შესაძლებლობების მოძიება და ინიციატივების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ონლაინ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- Glovo-სა და/ან Wolt-ის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- Excel/Google Sheets-ის ცოდნა;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 1000.00 ლარი