ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
გერმანული სავაჭრო ცენტრი ეძებს ონლაინ გაყიდვების მენეჯერს.
თუ გიყვარს მომხმარებლებთან კომუნიკაცია, გაყიდვები და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, ეს პოზიცია შენთვისაა. ჩვენი ონლაინ გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება სოციალური ქსელებიდან, მესენჯერებიდან და სხვა ონლაინ არხებიდან შემოსული მომხმარებლების სრულ მომსახურებაზე, რადგან სწორედ ამ არხებიდან განხორციელებული გაყიდვები წარმოადგენს მისი ბონუსური ანაზღაურების ძირითად ნაწილს.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
სამუშაო ადგილი: მცხეთის გზატკეცილი, თბილისი მოლიდან 3 კ/მ (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისი მოლიდან ან მეტრო სარაჯიშვილიდან);
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებიდან ბონუსი + KPI (საშუალოდ 2000);
- ანაზღაურება დამოკიდებულია როგორც გაყიდვების შედეგებზე, ასევე სამუშაო ხარისხზე, ამიტომ პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა კანდიდატებისთვის, ვისაც აქტიური გაყიდვები და მომხმარებლებთან კომუნიკაცია მოსწონს;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფასდაკლებები ჩვენს პროდუქციაზე;
- პროფესიული განვითარებისა და პოზიციური დაწინაურების პერსპექტივას;
- სტაბილურ, გრძელვადიან და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური ქსელებისა და საკომუნიკაციო არხების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, WhatsApp, Viber);
- მომხმარებლების შეტყობინებებსა და კომენტარებზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- ონლაინ გაყიდვების განხორციელება და მომხმარებლის სრული კონსულტაცია;
- ვებგვერდზე პროდუქციისა და ინფორმაციის განახლება;
- კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
- ახალი პარტნიორების მოძიება და საქმიანი კომუნიკაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.