ოჯახის დამხმარე / ძიძა — ფიზიკური პირი

ფიზიკური პირი

ოჯახის დამხმარე / ძიძა

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ადამიანს - ოჯახის დამხმარეს / ძიძას, რომელიც დაგვეხმარება 5 წლის ლუკაზე ზრუნვაში, მის ყოველდღიურ გადაადგილებასა და საოჯახო საქმეებში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ლუკას პრესქულში წაყვანა და სახლში დაბრუნება;
  • ბავშვის სხვადასხვა აქტივობაზე წაყვანა-წამოყვანა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;
  • პრესქულიდან ან აქტივობებიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვთან ყოფნა, მასზე ზრუნვა და ასაკის შესაბამისი თამაშებით დაკავება მშობლის დაბრუნებამდე - დაახლოებით 19:00 საათამდე;
  • ბავშვის პრესქულში ყოფნის პერიოდში სახლის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება, ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში დახმარება და საჭიროებისამებრ მცირე საყიდლების გაკეთება;
  • ბავშვთან ყოფნის დროს მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება და მასზე ყურადღებით ზრუნვაა. საოჯახო საქმეების კონკრეტული ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმდება.
სასურველია:
  • ბავშვებთან ურთიერთობისა და ოჯახში მუშაობის გამოცდილება;
  • პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა და თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება;
  • წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია;
  • საკუთარი ავტომობილი და უსაფრთხო მართვის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი;
  • სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები და დაწყების დრო შეთანხმებით; დასრულება - დაახლოებით 19:00 საათზე;
  • ანაზღაურება: 1800-2000 ლარი კვალიფიკაციიდან და გამოცილდებიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკისა და მოვალეობების გათვალისწინებით.
  • საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში გადაადგილების ხარჯების დაფარვა ცალკე შეთანხმდება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ