ოფისის თანამშრომელი — CSgroup

CSgroup

ოფისის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "CSgroup" აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომლის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გუნდის ახალგაზრდა წევრს.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის (ელ-ფოსტა, წერილები) მართვა.
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება.
  • ოფისის სტუმრების მიღება და მასპინძლობა.
  • საოფისე საქმის წარმოება.
  • საოფისე ტექნიკისა და საკანცელარიო მარაგების კონტროლი.
  • შეხვედრებისა და კალენდრის დაგეგმვაში მონაწილეობა.
  • პირველადი დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა და მეტყველება).
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და სამუშაო დონეზე).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
  • ანაზღაურება: 800-1200ლ ხელზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ