ოფისის მენეჯერი- ქუთაისი — ედვაიზორი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ედვაიზორი

ოფისის მენეჯერი- ქუთაისი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ედვაიზორი" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ოფისის მენეჯერს ქუთაისში, რომელსაც საოფისე პროცესების მართვასთან ერთად აქვს ბუღალტრული ცოდნა და შესაბამის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო საათები: 10:00-18:00

დასვენების დღე: შაბათი, კვირა

ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება;
  • დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
  • ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
  • ხარჯებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვაში ჩართულობა;
  • ბუღალტერთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • ოფისის გამართული მუშაობისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა — Word, Excel;
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრული პროცესებისა და პირველადი დოკუმენტაციის ცოდნა;
  • ინვოისებთან, ზედნადებებთან და ანგარიშსწორებებთან;
  • რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;
  • მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ მოგიძებნით საოფისის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა საოფისის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ