ოფისის მენეჯერი- ბათუმი — ალიანს ჯგუფი

ალიანს ჯგუფი

ოფისის მენეჯერი- ბათუმი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ალიანს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ოფისის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებასთან და მომხმარებლებთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი გაყიდვების ოფისის შეუფერხებელ, გამართულ და მაღალი სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის მართვა და წესრიგი:
    • საოფისე გარემოში წესრიგისა და კომფორტის შენარჩუნება.
    • საოფისე ტექნიკის მუშაობის კონტროლი და ხარვეზების აღმოფხვრა.
    • საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შევსება.
  • ასისტენტის მართვა და შეთავსება:
    • ასისტენტის სამუშაო პროცესის კოორდინაცია.
    • ასისტენტის დასვენების დღეს მისი ფუნქციების შეთავსება (სტუმრების მიღება და გამასპინძლება).
  • კომუნიკაცია და კოორდინაცია:
    • შიდა დეპარტამენტებთან ოპერაციული საკითხების მოგვარება.
    • საკურიერო მომსახურებასთან ურთიერთობა (ფოსტისა და ამანათების მიღება-გაგზავნა).
    • მომწოდებელსა და მომსახურე პერსონალთან (მაგ. დასუფთავება) კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე (ოფის მენეჯერი, ადმინისტრატორი) მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1-2 წელი (გაყიდვების ოფისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა).

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სადღესასწაულო პრემია;
  • სტაბილური და მშვიდი სამუშაო გარემო.

სამუშაო განრიგი: 10:00-19:00 სთ. დღეგამოშვებით: 11:00-20:00 სთ

შერჩევის ეტაპები:

  • აპლიკაციების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

რეზიუმეების მიღების ვადა: 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.