ოფისის მენეჯერი — აიტიკრაფტი

აიტიკრაფტი — ლოგო
აიტიკრაფტი

ოფისის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ITCraft" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მთავარი ოფისი - პავლე ინგოროყვას 19

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00)

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

კომპანიის შესახებ:

"აიტი კრაფტი" — 2016 წლიდან ერთ-ერთი ლიდერი IT კომპანია საქართველოში. ვართ გუნდი, რომელიც ტექნიკურ პროცესებს ისე აგვარებს, როგორც სხვები ქაღალდის სამუშოებს — სწრაფად, ზუსტად და ზედმეტი ხმაურის გარეშე.

ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ოფის მენეჯერს, რომელიც ყოველდღიურ საოფისე პროცესებს მოაწესრიგებს, კლიენტებთან კომუნიკაციას და ტექნიკის მიღება/გაცემა.

ძირითადი მოვალეობები:

ყოველდღიური ამოცანები:

  • კურიერის გამოძახება და გზავნილების კოორდინაცია;
  • თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის რეპორტინგი თვეში ერთჯერ;
  • მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაცია;
  • სოციალური მედიის არხებთან კომუნიკაცია — Facebook, Instagram, TikTok.

პერიოდული და საჭიროებისამებრ ამოცანები:

  • საოფისე ინვენტარის კონტროლი, აღწერა და შეკვეთა: საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყავა და სხვა საჭირო მასალები;
  • კარტრიჯების შეკვეთა;
  • ხელშეკრულებების, სკანირება, ხელმოწერის ორგანიზება და არქივირება;
  • კორპორატიული ნომრების, Fitpass-ისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კონტროლი;
  • გეგმიურ და ერთჯერად მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
  • ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის ორგანიზება;
  • შეხვედრების, მიწოდებებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია.

მოთხოვნები:

  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა — Word, Excel, ელფოსტა;
  • ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
  • IT სფეროს ან ტექნიკურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ, სტაბილურ და განვითარებად სამუშაო გარემოს.

შერჩევის ეტაპები:

  • კანდიდატების შერჩევა რეზიუმეებისა და განაცხადების საფუძველზე;
  • გასაუბრება.