ოფისის მენეჯერი — ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი

ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი

ოფისის მენეჯერი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Advanced Audit & Consulting Company (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:

  • HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
  • ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
  • იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
  • IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.

კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, "ESG" და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია: www.aacc.ge

AACC-ის ერთ-ერთ პარტნიორ კომპანიაში ვეძებთ ოფისის მენეჯერს.

რას გთავაზობთ?

  • სამუშაო განრიგი: 09:00 - 17:30 სთ
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, 25 მოსკოვის გამზირი.
  • ანაზღაურება: 800-1000 ლარი (NET).
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; (გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ).

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და სამუშაო პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა;
  • საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო რესურსების კონტროლი და დროული უზრუნველყოფა;
  • შეხვედრებისა და სხვადასხვა საოფისე ღონისძიების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ოფისის წესრიგის, სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის საჭირო ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • შემოსული ზარების, ელექტრონული ფოსტის მიღება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება;
  • დოკუმენტაციის ორგანიზება და ხელმძღვანელობის მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები, მოლოდინები:

  • გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია მინიმალური პრაქტიკა ადმინისტრაციული მიმართულებით;
  • განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც (ხელშეწყობით);
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დროულად შესრულების უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული.