ოფისის და საოჯახო სატუმროს დამლაგებელი
ლარსენ ენდ ტოუბრო ლიმიტედის საქართველოს ფილიალი აცხადებს ვაკანსიას, ოფისის და საოჯახო სატუმროს დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქალაქი: ქუთაისი, 9 აპრილის ქ. N1ბ.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 16:00; შაბათი: 09:00 - 14:00, კვირაში 40 საათი. გარემოებებიდან გამომდინარე, განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.
დასაქმებული მიიღება ოფისის და საოჯახო სატუმროს დამლაგებლად, მისი პოზიციის აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები წარმოადგენს შემდეგს:
- საოფისე და სასტუმრო სახლის სივრცის, კიბეების, დერეფნების, სააბაზანოების, კაბინეტების, ეზოს და სხვა ნივთების დასუფთავება. (ჯამში არის 13 ოთახი);
- ყველა ოთახის სათანადო დალაგება;
- მტვრის მოცილება ზედაპირებიდან;
- ფანჯრის ჩარჩოების და მინის გაწმენდა. ეს ასევე შეიძლება გაკეთდეს ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი.
- საპირფარეშოების და აბაზანების ყოველდღიური გაწმენდა და დეზინფექცია;
- ქაღალდის ურნების გასუფთავება, როგორც კაბინეტებში, ასევე აბაზანაში;
- ამ ურნების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით;
- ნაგვის შეგროვება და გატანა შენობის გარეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
- შენობის რეგულარული ვენტილაცია;
- აღჭურვილობასთან მუშაობისას უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
- ელექტრო ან დასუფთავების მოწყობილობაში გაუმართაობის გამოვლენისას, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სარემონტო და ტექნიკურ მუშაკს;
- სახეხი, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების სპეციალურ ადგილას შენახვა, მოვლა-პატრონობა, ასევე, ადმინისტრაციის დროულად ინფორმირება საჭირო შესყიდვების შესახებ;
- სარეცხი სამუშაოების შესრულება, დაუთოების ჩათვლით;
- სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად;
- შინაგანწესისა და შრომის დისციპლინის დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა;
- შედეგებზე ორიენტირებული და უფლებამოსილი იყოს მიიღოს ნებართვა შესაბამისი ორგანოებისგან.
შენიშვნა:
დამატებითი დეტალები ხელფასის ჩათვლით, განიხილება ადგილზე გასაუბრების დროს.